საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაციის პატივცემულო წევრებო
მსოფლიოს მე-17კონგრესის “Controversies in Neurology“ ორგანიზატორების განსაკუთრებული თხოვნით, გატყობინებთ, რომ აღნიშნული სამეცნიერო ღონისძიება 23-25 მაისს, ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში გაიმართება.
კონგრესის ვებგვერდია: https://cony.comtecmed.com/
კონგრესის ორგანიზატორები მოხარული იქნებიან, თუ კონგრესში მონაწილეობას საქართველოს ნეირომეცნიერები მიიღებენ.
გატყობინებთ ასევე, რომ საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია არის 5-ე საერთაშორისო სიმპოზიუმის და ახალგაზრდა მეცნიერთა სკოლის “Brain and Neuroplasticity. Sutrcutral and Molecular Aspects”თანაორგანიზატორი.
სიმპოზიუმი 2023 წლის 25-30 მაისს, თბილისში გაიმართება. უახლოეს მომავალში სიმპოზიუმის ვებგვერდის მისამართს შეგატყობინებთ.
ასოციაციის გამგეობა