ახალგაზრდა ნეირომეცნიერთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია “Brain and Neuroplasticity”

საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი და ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი გულითადად ეპატიჟება ქართველ და უცხოელ ახალგაზრდა ნეირომეცნიერებს, მაგისტრებს და დოქტორანტებს, მიიღონ მონაწილეობა ახალგაზრდა ნეირომეცნიერთა პირველ საერთაშორისო კონფერენციაში „Brain and Neuroplasticity”. კონფერენცია გაიმართება 2024 წლის 21-23 ოქტომბერს, თბილისში.

კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდა ნეირომეცნიერები ჩაერთვებიან მოტივაციურ დისკუსიებში, წარადგენენ საკუთარ მონაცემებს და განიხილავენ განსაკუთრებით ინოვაციურ იდეებს ექსპერიმენტული და კლინიკური ნეირომეცნიერების სფეროში.

შეხვედრაზე იქნება ღია ატმოსფერო, რაც  საშუალებას მისცემს მონაწილეებს ფოკუსირება მოახდინონ აკადემიური იდეების გაცვლაზე და ახალი ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.