მე-5 საერთაშორისო სიმპოზიუმი „თავის ტვინი და ნეიროპლასტიურობა. სტრუქტურული და მოლეკულური ასპექტები“ (25-27მაისი) და მე-5 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას ოპტიკურ, ელექტრონულ და ატომურ-ძალოვან მიკროსკოპიაში (27-30 მაისი)

ძვირფასო კოლეგებო, მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2023 წლის 25-30 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი და საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია მართავს მე-5 საერთაშორისო სიმპოზიუმს „თავის ტვინი და ნეიროპლასტიურობა. სტრუქტურული და მოლეკულური ასპექტები“ (25-27მაისი) და მე-5 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას ოპტიკურ, ელექტრონულ და ატომურ-ძალოვან მიკროსკოპიაში (27-30 მაისი). ორივე ღონისძიება დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. თანადამფინანსებლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის...